კარლსრუეში “ქუჩის ბიჭების” და აჩიკო მეფარიძის კონცერტი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

610
SHARE

გერმანიის ქალაქ კარლსრუეში “ქუჩის ბიჭების” და აჩიკო მეფარიძის კონცერტი გაიმართა. საღამოს ზალიკო ბერგერი უძღვებოდა.
კონცერტი ქართველი ემიგრანტის სოფო ჭალაგანიძის ორგანიზებით, კარლსრუეს ერთერთ ყველაზე დიდ რესტორანში, ჩატარდა. მომღერლები კონცერტზე თეთრი ლიმუზინით მიიყვანეს. კონცერტს ძირითადად ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ, რომლებიც საკმაოდ შორი მანძილებიდან, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩავიდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, წინასწარ 500 ბილეთი იყო გაყიდული.
მათივე ინფორმაციით, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. “ქუჩის ბიჭების” გამოსვლამ ძირითადად ახალგაზრდა მანდლოსნები აღაფრთოვანა.
ამასთან, უახლოეს მომავალში იგეგმება ზალიკო ბერგერის ჩვენება ემიგრანტი გოგონების მონაწილეობით, სადაც დაგეგმილია კონცერტიც.

FB კომენტარები

კომენტარი