“კარიბის ზღვის მეკობრეები” მსოფლიო პრემიერამდე საქართველოში

227
SHARE

კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმების სერია 2003 წელს დაიწყო. პირველი – ”შავი მარგალიტის წყევლა” იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ Walt Disney Pictures-მა 2006 წელს მეორე ფილმი, ”მიცვალებულის სკივრი” შემოგვთავაზა, რომელმაც პრემიერის დღესვე ფინანსური რეკორდები მოხსნა, რის გამოც შემქმნელებმა ერთ წელიწადში ახალი ნაწილი ”მსოფლიოს დასარული” გამოუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მხოლოდ ერთი ფილმის გადაღებას ფიქრობდნენ, დისნეიმ 2011 წელს მეოთხე ნაწილიც სახელით – ”უცნაურ ნაპირებზე” შესთავაზა მაყურებელს, რომელმაც 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ნახა, რისი წყალობითაც მსოფლიო კინოს ისტორიაში, მაღალი შემოსავლის მქონე ფილმებს შორის მერვე ადგილი დაიკავა. ყველაზე ხანგრძლივი 6 წლიანი პაუზის შემდეგ მეკობრეები ეკრანებზე ბრუნდებიან.
”მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან” – ეს არის მეხუთე და შემქმნელების თქმით ბოლო ნაწილის სახელწოდება, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში სალაზარის შურისძიების სახელით გამოვა, რადგან სწორედ სალაზარისა და კაპიტანი ჯეკ ბეღურას ბრძოლის ამბავს მოგვითხრობს.
ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფილმის ნახვას ქართველი მაყურებელი, მსოფლიო პრემიერამდე სამი დღით ადრე, 23 მაისს IMAX-ის დიდ ეკრანზე შეძლებს.

FB კომენტარები

კომენტარი