კარდამონის უნიკალური ჩაი ცისტიტისა და უამრავი დაავადების სამკურნალოდ

5115
SHARE

კარდამონის შემადგენლობაში შედის ადამიანის ორგანოიზმისთვის მნიშვნელოვანი В ჯგუფის ვიტამინები, ასევე თუთია, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და ფოსფორი.

ვინაიდან კარდამონი ბუნებრივი სტიმულატორია, ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ნერვულ სისტემაზე, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.

კარდამონი – შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა, ატონიზირებს და აუმჯობესებს თირკმელების, ნაღვლის ბუშტის და შარდსასქესო სისტემის ფუნქციას. ამის გარდა, ის წმენდს ორგანიზმს და ახდენს ხველის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამიტომაც გამოიყენება ის წარმატებით ბრონქიტის, გრიპის, ფარინგიტის და ფილტვების ანთების დროს.

თუ გინდათ, რომ გამოიყენოთ კარდამონის სასარგებლო თვისებები თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რეგულარულად დაამატეთ ის საკვებში სანელებლის სახით. ასევე ძალიან სასარგებლოა კარდამონის ჩაი, რომელიც მარტივად მზადდება და ეფექტურია კუჭ-ნაწლავის მოშლილობების, ცისტიტის და გაციების დროს.

სამკურნალო ჩაი:

20 გ კარდამონი, 20 გ კვლიავი და 10 გ ცერეცო აურიეთ ერთმანეთში. 2 ჩ.კ. ნაკრებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თბილი ნაყენი თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

წყარო: რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი