“კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის” – მიხეილ ცაგარელი გვირჩევს

224
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 16 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოადიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს: 

“დღე გეომაგნიტურია, რაც გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას გარკვევეულ პრობლემებს შეუქმნის, ამიტომ  წამლის პროფილაქტიკა გამოიყენეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  მოიმატებს მოტყუების ალბათობა. კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ინტელექტუალური განვითარებისთვის, სწავლისთვის, სარემონტო-სამღებრო საქმიანობისთვის, კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა და ფეხის კუნთების ზონა.

დღის ფერები და მინერალები – ნეონისფერები, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი, ეს ქვები სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავენ.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომთათვის და სასწორთათვის, დაძაბული დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის”, – აღნიშნავს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი