“კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

175
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 12 მაისის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევას აძლევს:

“დღევანდელი დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა, ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის,  ვარჯიშისთვის, სამშენებლო სამუშაოებისთვის.  მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებას, ნეგატიური დღეა ვაჭრობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, საფინანსო ოპერაციებისთვის და ახალი კავშირებისთვის დასამყარებლად.

ჯანმრთელობა – სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, ხერხემალი და მხედველობის არე.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი და მწვანე. მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი,  მალაქიტი და ოპალი. აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის, დაძაბულია სასწორებისა და მშვილდოსნებისთვის”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი