“კარგია ამ დროს რამის დამთავრება, მოშორება,ურთიერთობების დასრულება”, – ასტროლოგის განმარტება მზის დაბნელებაზე

330
SHARE

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი თებერვალში მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ საუბრობს:
“მზის დაბნელება დიდი ნეგატიური ენერგიაა, რომელიც დედამიწაზე ვრცელდება, შესაბამისად, დღეც ნეგატიურია. ამ დროს არაფერი სერიოზული არ დაიწყოთ, არაფერი მნიშვნელოვანი არ გადაწყვიტოთ. გაატარეთ დრო პასიურად , არაა რეკომენდებული უყუროთ მზეს. როგორც წინაპრები ამბობდნენ, ამ დროს შეიძლება შავმა ძალამ დაისადგუროს თქვენში.
კარგია ამ დროს რამის დამთავრება, მოშორება, ნაგვის გადაყრა, ურთიერთობების დასრულება, თუ ეს დიდი ხანია გინდოდათ გექნათ. ამ ენერგიისთვის დამანგრეველი მიმართულების მიცემაც შეიძლება. ხშირად ამ ენერგიას გარკვეული პოლიტიკური პარტიებიც ამთხვევენ და მართავენ საპროტესტო აქციებს, მიტინგებს და აშ. ადვილია ამ პერიოდში ხალხის მასის ნეგატიურ ტალღაზე დაყოლიება, შემდგომ კი გენერირება და მანიპულირება ამ ენერგიით, მით უმეტეს, დააკვირდით, მზე – მთვარის შეერთება + ნეპტუნი. ეს კიდევ ართულებს მდგომარეობას და დებს თავის ფერებს ამ ასპექტში. ემატება ნეპტუნისეული ტონები – ილუზია, ფანატიზმი, ქაოსი, გაურკვევლობა.
ნეპტუნზე გადის ასევე რელიგია და მათში მოქმედი პირნი. დიდი ცვლილებები იქნება ამ მხრივ საქართველოშიც და მსოფლიოშიც . საქართველოში პროცესი უკვე დაწყებულია. დაიწყეს ადამიანის ცნობიერების შეცდომაში შეყვანა ახალი ცრუ ინფორმაციებით და ხალხის მასების მოტყუებით. მაგალითად, წამოვიდა ბრტყელი დედამიწის თეორია და ამაზე დებენ მრავალ არგუმენტს და ამტკიცებენ, რომ დედამიწა ბრტყელია და არა მრგვალი. ამ იდეას უკვე მრავალი მილიონი მიმდევარი ჰყავს და ეს მაჩვენებელი პროგრესირებს, სამწუხაროდ. ამიტომ დიდი გამოცდა გველის. მზის დაბნელებით იწყება მძიმე , რთული ციკლი. ნაგავი უნდა გამოვლინდეს და გადაიყაროს და ეს ხალხმა უნდა შეძლოს”, – წერს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი