კარანტინი უკრაინაში – ზელენსკი ახალგაზრდებს დემოგრაფიული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას ურჩევს

109
SHARE

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, უკრაინაში კარანტინია გამოცხადებული. ქვეყნის პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა და ურჩია, დემოგრაფიული კრიზისის გადაჭრაზე იმუშაონ. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინული ტელეკომპნიის ICTV-ის გადაცემა „სიტყვის თავისუფლების“ ეთერში განაცხადა.

„იყავით სახლში, წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს, ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, ხომ იცით, რომ ჩვენ დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს. ვფიქრობ, დადგა დრო, დავიწყოთ ამ კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველას ვურჩევ სახლში დარჩენას – ეს სიმართლეა. თუ რამენაირად შეგიძლიათ დარჩეთ სახლში – სახლში ყოფნა შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია. თუ გრძნობთ, რომ სიცხე გაქვთ, გთხოვთ, დაურეკეთ სასწრაფოდ ექიმს. ჩვენ დაგეხმარებით“, – მიმართა უკრაინის ლიდერმა მოსახლეობას.

უკრაინაში რეგისტრირებულია კორონავირუსის შვიდი შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

FB კომენტარები

კომენტარი