“კანონიერმა ქურდმა” იუბილე ჩინოვნიკებთან ერთად გრანდიოზულად აღნიშნა

242
SHARE

“კანონიერმა ქურდმა”, კიმიჩიბეკ კოლბაევმა, იგივე “კოლია ყირგიზმა” შაბათ-კვირას დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა. წვეულება ქალაქ ჩოლპონ-ატაში, ისსკი-ყულის ტბის სანაპიროზე გაიმართა. სააგენტო 24.kz.-ს ცნობით, “კანონიერი ქურდის” იუბილეზე მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ბიზნესმენები და კოლბაევის “კოლეგებიც” იმყოფებოდნენ.

როგორც სააგენტო წერს, ზუსტად რა ადგილას გაიმართა გრანდიოზული წვეულება, ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, იგი რესტორან FlamingoBay- ში, სოფელ კაგანატთან მდებარე დარბაზულ კოტეჯში ჩატარდა. დაწესებულებაში განაცხადეს, რომ დახურული წვეულება ნამდვილად იყო დაგეგმილი, მაგრამ მომხმარებელმა გააუქმა. რესტორანში არსებული წყაროების ცნობით, ბანკეტი რესტორან Lamb-ში გადავიდა.

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათთვის აღნიშნული წვეულების შესახებ ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, “კანონიერი ქურდი”, “კოლია ყირგიზი” ყირგიზეთში სხვადასხვა ბიზნესს ფლობს. ძირითადად, საკურორტო სფეროში. მასთან ასოცირდება დასასვენებელი ზონის რამდენიმე რესტორანი, კლუბი და პანსიონი.

FB კომენტარები

კომენტარი