კანის ნაადრევის დაბერების 10 მიზეზი

436
SHARE

ლამაზი კანი ბუნების საჩუქარია, მაგრამ მას შენარჩუნება, მოვლა სჭირდება. ზოგიერთი კანს ღრმა ნაოჭების გაჩენამდე არ აქცევს ყურადღებას. ეს კი არასწორია.
მთავარია, არ იზარმაცოთ და გაითვალისწინოთ რჩევები, რათა კანის ნაადრევი დაბერება არ გამოიწვიოთ.
წყლის არასწორად სმა
ადამიანი 60 პროცენტით წყლისგან შედგება. ამიტომ უნდა სვათ სუფთა წყალი, უგაზო. მათ, ვისაც აბაზანის მიღება ან აუზში ცურვა უყვარს, უნდა ახსოვდეს, რომ წყალი დიდი რაოდენობით შეიცავს ქლორს. წყლის პროცედურების შემდეგ აუცილებლად მიიღეთ შხაპი და ტანი საპნით დაიბანეთ.
გუშინდელი მაკიაჟი

არა აქვს მნიშვნელობა შინ რომელ საათზე და რა მდგომარეობაში დაბრუნდით, სანამ სახიდან მაკიაჟს არ მოიცილებთ, დასაძინებლად ნუ დაწვებით.
მოწევა, ყავა, ალკოჰოლი, ტკბილი და ცხიმიანი

ყველა ზემოჩამოთვილი პროდუქტი უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე. კანი შრება და ჩნდება ნაოჭები და მუწუკები.
მლაშე საკვები

მარილი ორგანიზმში სითხეს აკავებს. შედეგად, სახე სივდება. კანი იწელება და ადრინდელ სიმკვრივესა და ელასტიკურობას ვეღარ დაიბრუნებთ.
ცხელი წყლთი დაბანა

ცხელი წყალი კანის გაწითლებას, სიმშრალესა და აქერცვლას იწვევს, რაც სიბერის მიზეზია. ცხელი შხაპის ქვეშ 5-10 წუთზე მეტს ნუ გაჩერდებით. იბანავეთ თბილ წყალში.
კანის არასწორი მოვლა

მუწუკებისა და აკნეს თვითნებური მკურნალობა შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ, _ უფრო ზედმეტად გაიღიზიანოთ კანი ან ანთებითი პროცესი გაამწვავოთ. ამიტომ, სახის კანი გამოცდილ კოსმეტოლოგს მიანდეთ.
კოსმეტიკის არასწორად გამოყენება

კოსმეტიკაზე ალერგია ბევრ გოგონას აქვს. ამიტომ შეარჩიეთ ისეთი, რომელიც არ გაგიღიზიანებთ კანს.
რეგულარულად გამოუძინებლობა

უძილობა ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. რეგულარული უძილობა კი თვალის უპეებს ამძიმებს და ღრმა ნაოჭების გაჩენას იწვევს.
ჰიგიენის უარყოფა

დროდადრო უნდა გარეცხოთ და გაასუფთაოდ კოსმეტიკური ფუნჯები და სპონჟები. აგრეთვე, ნუ დაივიწყებთ მობილურის გასუფთავებას. მასში უამრავი მიკრობი გროვდება. და თუ არ გაწმინდავთ, გამონაყარი გაგიჩნდებათ სახეზე.
ცვილის ხშირი ეპილაცია

ეპილაციის დროს სახიდან არასასურველ თმასთან ერთად კანის გარქოვანებულ ნაწილაკებსაც იძრობთ. ხშირი ეპილაცია სახეზე დაუშვებელია, ინტერვალი 3 კვირაზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს პერიოდი საკმარისია, რათა კანი ბუნებრივად აღდგეს.
თუ ამ მიზეზებს გამორიცხავთ, სილამაზესა და ახალგაზრდულობას მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნებთ. მოვლილი ქალი ყველა ასაკშია ლამაზი.

წყარო: http://www.marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი