კანის კინოფესტივალი: ჯორჯ და ამალ ქლუნებმა „ფინანსური მონსტრი“ წარადგინეს (ფოტოკოლაჟი)

295
SHARE

2016 წლის კანის კინოფესტივალის მეორე დღეს საზოგადოების ყურადღება ჯორჯ და ამალ ქლუნებმა მიიპყრეს. მეუღლეებმა ფილმი „ფინანსური მონსტრი“ წარადგინეს. მანამდე კი მათ ფოტოსესია წითელ ხალიჩაზე ჰქონდათ. ამალ ქლუნიმ ამჯერად ლიმონისფერი კაბა Atelier Versace-სგან აირჩია. მკვეთრი დეტალები კი – წითელი საყურეები და ამავე ფერის ტუჩის საცხი  იყო.

ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფილმ „ფინანსური მონსტრის“ მთავარი როლის სხვა შემსრულებლებიც გამოჩნდნენ – ჯულია რობერთსი და ჯეკ ოკონელი, ასევე კინოლენტის რეჟისორი ჯოდი ფოსტერი.

შეგახსენებთ, „ფინანსური მონსტრი“ ცნობილი ტელეწამყვანის – ლი გეითსის ისტორიას გვიამბობს. საკუთარი ეფექტიანი ფინანსური რჩევების წყალობით, გეითსი უოლ-სტრიტის ნამდვილი პროფესიონალი ხდება. რეკომენდაციებს ის საკუთარი გადაცემის ეთერში იძლევა, თუმცა გარკვეული რეკომენდაციის გამო ერთ-ერთი მაყურებელი მთელ ქონებას კარგავს. ამის შემდეგ დაზარალებულს არა მარტო ფულის დაბრუნების, არამედ შურისძიების სურვილიც ამოძრავებს. ის ლის მძევლად იყვანს და მაყურებლებს სთავაზობს პირდაპირ ეთერში უპასუხოს შეკითხვაზე – რა ღირს ადამიანის სიცოცხლე?

FB კომენტარები

კომენტარი