კანის კინოფესტივალზე სელფის გადაღება აიკრძალა – ლონგორიასა და აიშვარიას ეს არ ადარდებთ

381
SHARE

კანის კინოფესტივალზე სელფშოტის გადაღება აიკრძალა, თუმცა ვარსკვლავებს ჩარჩოებში ყოფნა აშკარად არ ხიბლავთ.

ფოტოგრაფებმა შენიშნეს, რომ აკრძალვის მიუხედავად, მსახიობები აიშვარია რაი და ევა ლონგორია ერთად პოზირებდნენ და “ტვიტერში” სელფებს ტვირთავდნენ. ყვითელი პრესის ჟურნალისტებმა იხუმრეს, რომ ვარსკვლავებმა, კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან სოციალური ქსელები სელფებით “ააფეთქეს”.

ფანები დაგვეთანხმებიან, ლონგორიას “ტვიტერსა” და “ინსტაგრამში” გართობა ძალიან უყვარს – სოციალურ ქსელთან “მეგობრობაზე” უარი ვერც ღონისძიებამდე წასვლის წინ თქვა და ერთგვარი დოკუმენტური ფოტომასალაც კი ატვირთა: როგორ იმოსებოდა, სტილისტები მის გარეგნობაზე როგორ ზრუნავდნენ და წითელ ხალიჩაზე რა ემოციით გავიდა. მას არც აიშვარია ჩამორჩა; სელფშოტების წყალობით, გულშემატკივრებმა მისი სახის ყველა ნაკვთი შეისწავლეს. მსახიობებს არც მიწვეული მოდელები ჩამორჩნენ და “ტვიტერი” სელფებით ააჭრელეს.

FB კომენტარები

კომენტარი