„კანიბალებიც არ იქცევიან ასე, ეს ექიმები თქვენთვისაც მნიშვნელოვანი ხალხია, ვისი იმედიც გაქვთ გასაჭირში“ – ნათია ფანჯიკიძის მიმართვა ოსებს

59
SHARE

რუსი ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავების ფაქტს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ოსების მხარეს ან წერა-კითხვის მცოდნე, ან ექიმი, ან ხმის ამოღება რომ შეუძლია ისეთი, არსებობს ვინმე? თუ ერთ დროს ცივილიზებული ხალხი ველურ ტომად აქციეს რუსებმა? ექიმი თუ არა, როდესღაც რომ ექიმობაზე ოცნებობდა, წამლად ერთი კაცი, ქალი მაინც არ გაგაჩნიათ მაქეთ, მავთულს იქით, თქვენს რიგებში? ყველა თქვენგანი ქართველი ექიმის გათავისუფლებას მანდვე უნდა ითხოვდეთ. ეს ექიმები თქვენთვისაც მნიშვნელოვანი ხალხია, ვისი იმედიც გაქვთ გასაჭირში. კანიბალებიც არ იქცევიან ასე.”- წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

FB კომენტარები

კომენტარი