კანადაში ზვავს სამი ალპინისტი ემსხვერპლა

26
SHARE

კანადაში, ბანფის ეროვნულ პარკში ზვავი ჩამოწვა, რამაც სამი ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაუარესებული ამინდის გამო, ალპინისტების პოვნა დროში გაიწელა და გართულდა, თუმცა, საბოლოოდ, მაშველებმა 36 წლის ამერიკელი ჯეს როსეკლი და ავსტრიელები – 28 წლის დევიდ ლამა და 35 წლის ჰანსიორგ აუერის ზვავიდან ცხედრების ამოყვანა შეძლეს.

ჯესი, დეივიდი და ჰანსიორგი მსოფლიოს საუკეთესო ალპინისტების რიცხვში შედიოდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი