“კაია გერბერის კაბას ჟანეტ ქერდიყოშვილის საქორწილო კაბის ნაჭრის ღილები ჰქონდა”

90
SHARE

ქართველი დიზაინერი, გიორგი ქებურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სუპერმოდელ კაია გერბერის კაბას ქართველი მოდელის ჟანეტ ქერდიყოშვილის საქორწილო კაბის ნაჭრის ღილები ჰქონდა. კაბა სუპერმოდელს პარიზში კარლ ლაგერფელდის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე ეცვა.

“ზაფხულში ღილებზე გადასაკრავი ქსოვილი დამაკლდა და ვიფიქრე გავალ ვიყიდითქო(ჩვეულებრივი რძისფერი ქსოვილი მჭირდებოდა წესით ყველა მაღაზიაში რო უნდა იყიდებოდეს), ნუ თურმე არ არსებობს და ვერსად ვპოულობ ზუსტ ფერს, მთელი თბილისი მოვიარე უკვე მარჯანიშვილზე ვარ ტვინშისისხლჩაქცეული და შევდივარ ბოლო ქსოვილების მაღაზიაში, რაც კი მეგულებოდა და ვხედავ ამ ქსოვილს, მომიჭერით ეს ქსოვილი 1 მეტრი მინდა-თქო, მიყურებს ორი ცოტა “ჩიტმა წაიღო!?” ქალი და თან არ მისმენენ ჯერ მაკვირდებიან. იცით ეგ ქსოვილი რა ღირს? რად გინდათ? რა უნდა გააკეთოთ მაგ ქსოვილისგან? დიზაინერი ხართ? მერე რამდენიმე ჩემი კოლეგა მიხსენეს, თან ჰყვებიან ჩემს გასაგონად რაღაც უდონო ისტორიებს, როგორ დამამცირონ აღარ იციან, ამხედავენ ჩამხედავენ, ვდგავარ გაყინული ნერვებით და ამ 1 მეტრს ველოდები რომელსაც არავინ მიჭრის, თან მეშინია ხმის ამოღებით ან დაჩქარებით უფრო არ გავანაწყენო, ძალიან მეჩქარება და საერთოდ უნაჭროდ არ დავრჩეთქო. ამ დროს ერთ-ერთს ახსენდება, რომ ველოდები ამ ნაჭერს და მეუბნება, რომ ჯერ უნდა გადავიხადო და მერე ჩამომიტანს ამ ნაჭერს მეორე სართულიდან (ეშინიათ რო ნაჭერს მოვიპარავ და არ გადავუხდი, ძაან ეჭვის თვალით მიყურებენ), ჩამოუტანე მიდი ნოეს ნაჭერიო გააგზავნა და მიყურებს ისევ მაკვირდება, მეთქი რა ნოეს ნაჭერი (რაღაც იდიოტურ სახელებს კი ეძახიან ხოლმე ქსოვილებს “პრეზიდენტი” “ტიტანიკი” და ეგეთ რაღაცეებს და ვიფიქრე მსგავსი დასახელებაათქო))) ნოესი? ნოემ და რაღაცები მესმის, ისევ ძლივს ჩამოათრია ეს 1 მეტრი და პარკში სანამ ჩამიდებდა, ისევ დამამცირებელი ტონით და მზერით მეუბნება: ამ ქსოვილისგან ჟანეტ ქერდიყოშვილმა საქორწილო კაბა შეიკერაო და აბა შენ იცი შე საწყალოო. ხოდა კაია გერბერს კაბა რო ეცვა ჟანეტ ქერდიყოშვილის საქორწილო კაბის ნაჭრის ღილები ჰქონდა, ცოტა იგავ-არაკი არ არი?” – წერს დიზაინერი.

25 სექტემბერს პარიზში კარლ ლაგერფელდის საპატივსაცემოდ წვეულება მოეწყო, სადაც პოპულარული მოდელები იყვნენ მიწვეულნი. მათ შორის სუპერმოდელი კაია გერბერი გიორგი ქებურიას კაბაში იყო გამოწყობილი.

ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის აქსესუარებითა და კოსტიუმებით ხშირად ჩნდებიან კარდაშიანები, ჯენერები, ჰადიდები, ლედი გაგა და სხვა ცნობილი ვარსკვლავები.

FB კომენტარები

კომენტარი