კადრი, რომელმაც არჩევნები გადაფარა – როგორ განვითარდება მოვლენები “ჩემი ცოლის დაქალებში”

1268
SHARE

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი” მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ სე­ზონ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბით ანე­ბივ­რებს. ზა­ზას ცოლს, ქე­თის, თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­მო­უჩ­ნდა. ქეთი სა­გო­ნე­ბელ­შია ჩა­ვარ­დნი­ლი, მოს­წონს მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მის მი­მართ სით­ბოს გა­მო­ხა­ტავს, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავს ამა­ში ვერ უტყდე­ბა. ამას რა თქმა უნდა, უმა­ლავს ქმარ­საც, რად­გა­ნაც ეში­ნია მო­ძა­ლა­დე მე­უღ­ლის, ოჯა­ხის, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს და რო­მე­ლიც მის მი­მართ დიდი სით­ბო­თი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა…
ამ ყვე­ლა­ფერს მა­ყუ­რე­ლი ქე­თის­თან ერ­თად გა­ნიც­დის და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა:
“აფხა­ზე­თის და­კარ­გვას არ გა­ნიც­დის ხალ­ხიი რო­გორც ქე­თის ბედს”;
“მარ­ტო მა­შინ რა რე­აქ­ცია ქონ­და ზა­ზას, როცა ნი­ა­კოს ვი­ღაც ბავ­შვმა აკო­ცა და ცო­ლის ღა­ლატ­ზე რა მოხ­დე­ბა წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და”;
“ეს ყვე­ლა­ფე­რი ქე­თის ვნე­ბე­ბით აღ­სავ­სე სიზ­მა­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ღო­ნე­მიხ­დი­ლი ისევ ზა­ზას გვერ­დით გა­იღ­ვი­ძებს და ამო­ი­სუნ­თქებს”;
“გა­სა­გე­ბია, რომ ქმა­რი მარ­თლა ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ვა, მა­მამ­თი­ლი და დე­დამ­თი­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ, შვი­ლიც “უჟ­მუ­რი” ხა­სი­ა­თის გა­მო­ად­გა… რაც შე­ე­ხე­ბა და­ქა­ლებს: პა­ტა­რა “დე­ბილ” გო­გოდ მი­იჩ­ნე­ვენ და მეს­მის რომ სულ მცი­რე­დი სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლია, მარ­თლა კარ­გად მეს­მის ამ პერ­სო­ნა­ჟის… მაგ­რამ აი ღა­ლატს მა­ინც ვე­რაფ­რით გა­ვა­მარ­თლებ”;
“შე მო­სას­პო­ბო! ამ და­ჭყე­ტილ კაც­ში რა მო­გე­წო­ნა დე­დას გა­ფი­ცებ? და­მე­თხლი­შა ნერ­ვე­ბი”; “ეს სე­რი­ა­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა­შიც ასე შვრე­ბა ზოგი. კარ­გად ჩა­თხო­ვი­ლი-გა­თხო­ვი­ლი-სახ­ლში ჩამ­ჯდა­რი ქა­ლე­ბი” – წე­რენ ფე­ის­ბუქ-კო­მენ­ტა­რებ­ში სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი.
AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ქე­თის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან, მსა­ხი­ობ სა­ლო­მე შარ­ვა­ძეს­თან.

– სა­ლო­მე, შენი პერ­სო­ნა­ჟი ბოლო დროს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. რამ­დე­ნი­მე სე­რი­აა მის გარ­შე­მო სრუ­ლი­ად ახა­ლი ამ­ბა­ვი ვი­თარ­დე­ბა. თა­ვად მოგ­წონს ქე­თის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა?

– ძა­ლი­ან მი­ხა­რია ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ამ დო­ზით გა­აქ­ტი­უ­რე­ბა… ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ­თვის რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნის თუ წარ­მო­ჩე­ნის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა… ამ­დე­ნი წელი ქეთი ერთი ერ­ფე­რო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი იყო, ახლა მის­თვის სხვა ეტა­პი და­ი­წყო… ამ როლ­ზე ახლა უფრო მეტს ვფიქ­რობ… ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ჩემ­თვის მისი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა.

– ამ ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა. ყვე­ლა თა­ვის მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბას არ მოს­წონს ქე­თის ამ ის­ტო­რი­ა­ში გაბ­მა. ჭკვი­ა­ნი ქალი ასე არ მო­იქ­ცე­ო­დაო. რას ეტყვი მათ?

– სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რაც ხდე­ბა მარ­თლა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია… ქე­თიმ არ­ჩევ­ნე­ბიც გა­და­ფა­რა… ძა­ლი­ან მი­ხა­რია მის ირ­გვლივ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ასე­თი რე­ზო­ნან­სუ­ლი რომ არის. ნამ­დი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დი. ქე­თის ახა­ლი “სთო­რი” მომ­წონს. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბი არ მოს­წონ­დეს, მისი პერ­სო­ნა­ჟის გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა, მაგ­რამ მე მომ­წონს და მი­ხა­რია, რომ სცე­ნა­რის­ტი მენ­დო და დღეს უკვე უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი ჩემი სა­თა­მა­შოა.

– თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბაც არის – ისეთ ქმარს რო­გო­რიც ქე­თის ჰყავს, სწო­რე­დაც “რქე­ბი უნდა და­ად­გა”… ამა­ზე რო­გორ უპა­სუ­ხებ­დი?

– კი, ასე­თი მო­საზ­რე­ბე­ბიც შემ­ხვედ­რია… ბუ­ნებ­რი­ვია, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ღა­ლა­ტის წი­ნაღ­მდე­გი ვარ, თუმ­ცა კაცს თუ ეპა­ტი­ე­ბა, მა­შინ ქალ­საც უნდა ეპა­ტი­ოს… რო­დე­საც ბევ­რი წელი, შენი ქმა­რი თით­ქოს ვერ გხე­დავს, ვე­ღარ გგრძნობს, არ თუ ვერ გა­მო­ხა­ტავს სიყ­ვა­რულს და ყუ­რა­დღე­ბას, თან, ამ ყვე­ლა­ფერ­თან, კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, მო­ძა­ლა­დეა, სახ­ლში არც თი­თონ და არც მისი მშობ­ლე­ბი პა­ტივს არ გცე­მენ… ამ დროს ახალ­გაზ­რდა, გა­და­სა­რე­ვი ექი­მი კი არა, ვინც უნდა გა­და­კი­დე­ბო­და, ჩემი ქეთი მა­ინც არ უნდა გა­ვამ­ტყუ­ნოთ. ამ­დე­ნი წლის მერე ვი­ღა­ცამ თავი ქა­ლად აგ­რძნო­ბი­ნა… პა­ტი­ვის­ცე­მა, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი გა­უ­ნა­წი­ლა…

– ყვე­ლას მა­ინც ის აინ­ტე­რე­სებს, რას იტყვის ზაზა, რო­დე­საც ცო­ლის ამ საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყობს… მარ­თლაც, რას იტყვის ზაზა?

– ვაი… მეც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რას იტყვის ზაზა. რას არ ვიცი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად რომ იტყვის და თქვენ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ყუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ – სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რია გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი! და იმე­დია, ეს კვან­ძის გახ­სნის სცე­ნაც თქვენ­თვის კარ­გი სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა… იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რობს ქე­თის, არაფ­რის უნდა ეში­ნო­დეს… მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მის გვერ­დი­თაა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, გა­და­გა­ხე­დებთ ჩემს სმს-ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და დარ­წმუნ­დე­ბით…

– შენ ისე­ვე შე­გიძ­ლია თუ არა მოქ­ცე­ვა, რო­გორც ქე­თის? თუნ­დაც ახლა და თუნ­დაც იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც მას ასე­თი უხე­ში ქმა­რი ჰყავს, მშვი­დად შეხ­ვდე მის ყო­ველ აღელ­ვე­ბას?

– ყვე­ლა ქალი სხვა­დას­ხვა­ნი­რია… მაგ­რამ არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს… არა­ვინ იცის წი­ნას­წარ იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ვინ რო­გორ მო­იქ­ცე­ვა… მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი დის­კომ­ფორ­ტია ტყუ­ი­ლე­ბი, ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბა… ჩემი აზ­რით კაცს და ქალს თუ ერ­თმა­ნე­თი აღარ აინ­ტე­რე­სებთ, პირ­ველ რიგ­ში ერ­თმა­ნეთს უნდა უთხრან ამის შე­სა­ხებ და და­ი­შა­ლონ…

– შენს ახალ და ძველ პარტნი­ორს, ანუ სოსო ხვე­დე­ლი­ძეს და გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილს რო­გორ შე­ა­ფა­სებ. ად­ვი­ლია მათ­თან მუ­შა­ო­ბა?

– ძა­ლი­ან გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვარ კარ­გი პარტნი­ო­რე­ბით… თუნ­დაც ჩემი სე­რი­ა­ლის გო­გო­ე­ბით “და­ქა­ლე­ბით”, ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან და ორი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის ახალ­გაზ­რდა კაცი, რომ­ლე­ბიც ჩემი უშუ­ა­ლო და პირ­და­პი­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან… როცა შენ გვერ­დით ასე­თი მა­გა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი დგა­ნან, ყვე­ლა­ფე­რი უფრო ად­ვი­ლია. კი, უფრო ნამ­დვი­ლია და უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, სა­უ­კე­თე­სო ბი­ჭე­ბი მყავს მე და დიდი მად­ლო­ბა მათ არაჩ­ვე­ულბ­რი­ვი პარტნი­ო­რო­ბის­თვის!
სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ ქე­თი­ზე და ეს ბოლო პე­რი­ო­დია მხო­ლოდ მისი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ. მინ­და, რომ ღირ­სე­უ­ლი პარ­ტი­ო­რო­ბა გა­ვუ­წიო ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ბი­ჭებს და თუ გა­მომ­დის, ძა­ლი­ან მი­ხა­რია!

– სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვთქვით, რა ხდე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ხდე­ბა ქუ­ჩა­ში, რა რე­აქ­ცი­ე­ბი აქვს ხალ­ხს, რო­დე­საც გხვდე­ბი­ან?

– “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის” პირ­ვე­ლი­ვე სე­რი­ი­დან გა­მოჩ­ნდა ჩემი პერ­სო­ნა­ჟი… ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტის პო­პუ­ლა­რო­ბა უსა­ზღვროა, შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბით და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით დიდი ხა­ნია გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი და მად­ლი­ე­რი ვარ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც არ ეზა­რე­ბა, ქუ­ჩა­ში თუ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემ მი­მართ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს. ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ორ­მაგ­და… ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ ქე­თის, ადარ­დებთ, რა ბედი ეწე­ვა მას და ამ­ხნე­ვე­ბენ მა­საც და მეც. სა­ნერ­ვი­უ­ლო ბევ­რი გვექ­ნე­ბა, წინ უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ე­ბი გვე­ლო­დე­ბა… ასე რომ, გვი­ყუ­რეთ – გპირ­დე­ბით არ მო­გა­წყენთ.

წყარო:https://www.ambebi.ge

Comments

comments