“#იძებნებაგახარია”- პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი სავარაუდოდ მოიპარეს

100
SHARE

სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” ერთ-ერთ გვერდზე სახელად “რუსეთი ოკუპანტია” აქტივისტებმა გიორგი გახარიას ბიუსტის დაკარგვის შესახებ პოსტი გამოაქვეყნეს.

“#იძებნებაგახარია

დამახასიათებელი ნიშან-თვისებები: კრიმინალური გარეგნობა. რუსული გამომეტყველება და საუბრის ტექნიკა. KGB-ს მმართველობის სტილი. ხშირად იხდის ბოდიშს, არ მოტყუვდეთ. ბოლოს შეინიშნა 20 ივნისის აქციის დარბევისას, გერმანიის ელჩთან ერთად. მპოვნელი დასაჩუქრდება რუბლებში”,- წერენ აქტივისტები.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბიუსტი, პარლამენტის შენობის წინ, 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების მიმდინარეობის დროს დადგეს და ის აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთი სიმბოლო იყო.

FB კომენტარები

კომენტარი