იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი რეკორდულ ფასად გაიყიდა

130
SHARE

იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი „სოტბის“ აუქციონზე რეკორდულ ფასად – 31,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. 15,38 კარატის წონის ქვა კერძო კოლექციონერმა აზიიდან შეიძინა.
„უნიკალურმა ვარდისფერმა“ ვარდისფერ ბრილიანტებს შორის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
„ქვა ვარდისფერი ბრილიანტის სანაცვლოდ ოდესმე გადახდილ თანხებს შორის ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა“, – აღნიშნა „სოტბის“ წარმომადგენელმა დევიდ ბენეტმა. წინა რეკორდი ქვამ „მშვენიერი ჟოზეფინა“ მოხსნა. ის 28,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ, საერთო ჯამში, ვაჭრობამ „სოტბის“ 175,2 მილიონი დოლარი მოუტანა. ეს საიუველირო აუქციონებს შორის ახალი რეკორდია.

FB კომენტარები

კომენტარი