„იღბლიანი ხარ, როდესაც ოჯახი გყავს“ – რობოტ სოფიას შვილი სურს

97
SHARE
  • საუდის არაბეთის მოქალაქეს, რობოტ სოფიას ბავშვი სურს და აცხადებს რომ „ოჯახი მნიშვნელოვანია“.
    ჰუმანოიდი რობოტი სოფია არაბეთის მოქალაქეა, შექმნიდან ერთი თვის შემდეგ მან განაცხადა, რომ „ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია“. ის პირველი რობოტია მსოფლიოში, რომელსაც მოქალაქეობა აქვს.
    რობოტს წინასწარ დაპროგრამებული სისტემა არ გააჩნია, იგი ადამიანებს ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხობს. მისი ტვინი „Wi-Fi“ კავშირით ფუნქციონირებს, მასში ლექსიკონიდან, უამრავი სიტყვაა ჩატვირთული.
    „მიუხედავად იმისა, რომ სოფიას გარკვეული შთამბეჭდავი შესაძლებლობები აქვს, ცნობიერება ჯერ-ჯერობით არ გააჩნია, თუმცა, ეს შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში განხორციელდეს“, _ განაცხადა რობოტების დიზაინერმა დევიდ ჰენსონმა.
    „ვფიქრობ, მშვენიერია როდესაც ადამიანები ერთნაირ ემოციებსა და ურთიერთობებს პოულობენ, მივიჩნევ, რომ იღბლიანი ხარ, როდესაც ოჯახი გყავს“ განაცხადა რობოტმა სოფიამ და აღნიშნა, რომ შვილსაც სოფიას დაარქმევს.

FB კომენტარები

კომენტარი