იქ სადაც მხოლოდ ტკივილი და მოლოდინი ცხოვრობს – 6 შვილიანი ოჯახის გაუსაძლისი ყოფა და აღდგომის მოლოდინი

261
SHARE

საქართველოში ახლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად ვემზადებით. ზოგი თავის სულზე, ზოგიც კი საკუთარ მაცივარზე ზრუნავს. ყველა ოჯახში იქნება პასკა, წითელი კვერცხები, კეთილი სურვილები და შესანდობარი გარდაცვლილი ახლობლების მოსაგონებლად. ჯერ აღდგომას გამოსკდება მთელი ერი, მერე ენას გაიფენენ საფლავებზე და მიცვალებულის სულებისსთვის სასუფეველს შესთხოვენ უფალს. სინამდვილეში კი ფარისევლები ვართ და მიცვალებულის კი არა ჩვენსავე სულზე არ ვზრუნავთ. მარხვა დიეტა კი არა, მოკრძალებაა. ცოდვების სინანული და სიკეთის კეთებაა. სანამ ჩვენ მძიმე ჩანთებით დატვირთულები საკუთარ ოჯახებს ვამარაგებთ ბევრი ოჯახი საკუთარ შვილებს კვერცხსაც ვერ ყიდულობს. საფლავებზე დადიან და ჩვენს მიერ დატოვებულ პასკებს აგროვებენ გამოსაკვებად და წვიამიან დანგრეულ შენობაში ანტისანიტარულ პირობებში ატარებენ ცხოვრებას. იქ სადაც არაა სითბო, იქ სადაც ბავშვები არ იღიმიან, იქ სადაც არ თამაშობენ, სადაც მუდამ მოლოდინი ცხოვრობს…
ოჯახი რომელზეც მინდა გიამბოთ ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჰერეთის კარში ცხოვრობს. ოჯახში მამა დედა და ექვსი შვილია. უმცროსი 1 წლისაა უფროსი 19 ის სკოლაში არც ერთი არ დადის, რადგან ბავშვები მუდმივად დაცინვის ობიექტები ხდებიან. იმ სახლს სადაც ისინი ცხოვრობენ ფოტოებით გაგაცნობთ, ფოტოების ნახვის შემდეგ უადგილო იქნება ყველა კომენტარი მათ საცხოვრებელ პირობებზე. ერთადერთი ოთახი სადაც 8 სულიანმა ოჯახმა გამოიზამთრა 9 კვადრატული მეტრია, ოთახში “ნიკელის” 3 საწოლი აქვთ. ამ სამ საწოლზე თავსდება 8 ადამიანი. ოჯახი აღდგომის დღესასწაულს ელოდება. ისინი შეძლებენ საფლავებზე მოგროვილი პასკებით რამდენიმე დღე თავი გაიტანონ. ჯერ ტყეში წავლენ სოკოს მოსაგოვებლად , ჭინჭარს დაკრეფენ, შემდეგ კი საფლავებზე პასკას და კვერცხებს აკრეფენ რომ რამდენიმე დღე გემირიელი საჭმელი ჰქონდეთ.
ნუთუ ლაგოდეხის გამგეობაში ვერაფრით გამოინახა თანხა რომ ამ ადამიანებს ბინა შეუძინონ რომ ჭერი მაინც ჰქონდთ თავზე??? საშობაოდ და სააღდგომოდ ღამით ეკლესიაში ლიტურგიაზე რომ პოზირებთ კამერების წინ ეგ არის უფლის სიყვარული?? საჯარო სამსახურებში გამგებლები, დეპუტატები, მინისტრები,მოადგილეები, ქალაქის მერები რამდენი ბინის ღირებულების პრემიებს იღებთ, არავის გიფიქრიათ მანდ ზევით რომ სხვის შვილსაც აქვს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების უფლება!!! დაინტერესების შემთხვევაში ამ ოჯახის ტელეფონი და კოორდინატები მაქვს. მათ არც საჭმელი აქვთ, არც საყოფაცხოვრებო ნივთები, არც თანხა, არც ჩასაცმელი. არაფერი გააჩნიათ ტკივილით დამძიმებული გულის გარდა:(((((( ეს ის საცხოვრებელია სადაც ისინი ცხოვრობენ. ფოტოებზე კი ამ ოჯახის წევრები არიან. დახმარების მსურველები გამოგვეხმაურეთ და აქციის ორგანიზატორთან დაგაკავშირებთ.

ცირა შერგელაშვილი
წყარო

Comments

comments