იუტას უნივერსიტეტის მეცნიერები: პატარა ზომის პენისი უნაყოფობაზე მოქმედებს

419
SHARE

აშშ-ს შტატ იუტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის მამაკაცები, რომელთა პენისის სიგრძე 13 სანტიმეტრს არ აღემატება, ხშირად იტანჯებიან უნაყოფობით. როგორც გამოცემა Daily Mail იუწყება, ორგანოს სიგრძეში მხოლოდ ორიოდე სანტიმეტრით სხვაობა მამაკაცებს შესაძლოა ჰყოფდეს უნაყოფოებად და იმ მამაკაცებად, რომელთაც ჯანმრთელი მემკვიდრეობის დატოვება შეუძლიათ.
შოკისმომგვრელი შედეგები მსოფლიოში უდიდეს კონფერენციაზე წარადგინეს, რომელიც შობადობას ეძღვნება და ქალაქ დენვერში იმართება. თუმცა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პირდაპირი კავშირი პენისის სიგრძესა და ჯანმრთელი ბავშვების ჩასახვას შორის ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. მათი განმარტებით, ჯერჯერობით დამთხვევა სტატისტიკურია, მაგრამ მაინც თვლიან, რომ პრობლემა არსებობს. დეტალური ანალიზისთვის, მკვლევარები მოსთხოვენ მამაკაცებს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, სპერმა შემოწმებისთვის ჩააბარონ. მისი სტრქუტურის შესწავლის შემდეგ, გაიცემა საბოლოო პასუხი კითხვაზე – შეიძლება თუ არა მცირე ზომის პენისმა მამაკაცი შთამომავლობის გარეშე დატოვოს?

Comments

comments