იუნა შაფათავა საფრანგეთში ისვენებს – “ახლა მესმის, ბრიჯიტ ბარდო სულ ფეხშიშველი რატომ დადიოდა”

131
SHARE

იუნა შაფათავა ზაფხულს საფრანგთში ატარებს და დასვენების ამსახველ სურათებს  სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს. ერთ-ერთი ფოტო დოვილში ყოფნისას აქვს გადაღებული.

“ამ ქალაქშია გადაღებული ლელუშის გენიალური ფილმი “ქალი და მამაკაცი”/”Un homme et une femme”… არ ვიცი, რამდენი ხანია მინდოდა აქ ჩამოსვლა… და რა მოულოდნელად აღმოვჩნდი აქ… მთელი დღეა ტრენტინ’იანის ხმა მესმის: vous avez des chambres? და ანუკ ემეს: il est mieux que je prends le train… არ მეგონა, აქ ყოფნით ასეთი ბედნიერი თუ ვიქნებოდი… თოლიების ყვირილი, ტოპლესს ქალები, ბედნიერი განებივრებული მოხუცები, ზღვის მიქცევა და მოქცევა… ზღვის სუნი… ახლა მესმის, ბრიჯიტ ბარდო სულ ფეხშიშველი რატომ დადიოდა და გაღიმებული… იდიოტივით ვიღიმი, მთელი დღეა ისეთი სილამაზე და სიმშვიდეა ირგვლივ…” – წერს იუნა ზემოხსენებულ ფოტოზე.

Yuna-Shapatava-France-6

Yuna-Shapatava-France-4

Yuna-Shapatava-France-3

Yuna-Shapatava-France-2

Yuna-Shapatava-France-1

FB კომენტარები

კომენტარი