იტალიური პანდემიის გმირი – 46 წლის მამაკაცი სხვებს ეხმარებოდა, თავად კი კორონავირუსით გარდაიცვალა

1561
SHARE

სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნილ ჯგუფში, “ემიგრანტები იტალიიდან”, ერთ–ერთი წევრი გია კვარაცხელია იტალიელ გმირზე წერს, რომელიც ქვეყანაში არსებულ რთულ პერიოდში მოსახლეობას ეხმარებოდა, შედეგად კი კორონავირუსით გარდაიცვალა:

“იტალიური პანდემიის ყოველდღიურობის კიდევ ერთი გმირი: დიეგო ბიანკო, 46 წლის, არც ჯანდაცვის მინისტრი, არც ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი. ექიმიც კი არა – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უბრალო ოპერატორ-ტექნიკოსი და მძღოლი მონტელოდან. სხვებს ეხმარებოდა 20 დღის განმავლობაში (ჩრდილოეთის იმ რეგიონიდან 400-მდე პაციენტი გარდაიცვალა), თვითონ კი ვეღარ შესძლო – არც მოხუცი, არც ქრონიკული, დამამძიმებელი დაავადებებით, ერთ ღამეს, COVID-19_ით გამოწვეული მწვავე რესპირატორული უკმარისობით გარდაიცვალა საკუთარ სახლში.

ნათელი ასეთი ადამიანების სულს და სიმხნევე და გამარჯვება იტალიას!”

FB კომენტარები

კომენტარი