იტალიის მთავრობა სახლებს 1 ევროდ ყიდის

106
SHARE

იტალიის რამდენიმე ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, მიტოვებული სახლები მხოლოდ ერთ ევროდ გაეყიდა. ბოლო წლების განმავლობაში იტალიის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი გრძელდება.
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ვსაუბრობთ თაღლითობაზე, რადგანაც ეს ძალიან მარტივი ხერხია გასამდიდრებლად. თუმცა, როგორც ინიციატივის ავტორები ირწმუნებიან, მათ მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებთ. მათი თქმით, სურთ გადაარჩინონ ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, დაუბრუნონ პატარა ქალაქებს სიცოცხლე, რომელთა უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაშიც ისინი გაუბედურდებიან და დაიკარგებიან.
მრავალი ახალგაზრდა, რომელსაც არ ჰქონდა დასაქმების ეკონომიკური საშუალება, იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი და მეტად პერსპექტიულ დიდ ქალაქებში გადასულიყო. პატარა ქალაქებში კი ერთგულად დარჩენილი მოხუცებულების რიცხვი ნელ- ნელა მცირდება. დღესდღეობით ასეთი სასაცილო ფასებით იყიდება სახლები სიცილიაში, ლიგურში, პედმონტში, აბრუცოში და იტალიის სხვადასხვა რეგიონში. ადამიანი, რომელიც იყიდის სახლს ერთ ევროდ, მან უნდა შეასრულოს რეგიონის მუნიციპალიტეტის მოთხოვნები. ყიდვიდან 2 თვეში ეკოლოგიურად სუფთა მასალებით უნდა ჩაუტაროს სახლს რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქციის ყველანაირი ხარჯი ახალმა იღბლიანმა მფლობელმა უნდა გაიღოს.
გასაყიდად გამოტანილი 122 ობიექტიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 16 სახლიღა ელოდება ახალ მეპატრონეს.

FB კომენტარები

კომენტარი