იტალიიდან დაბრუნებული დავით გომართელის ოჯახი მომღერლის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევას უარყოფს

410
SHARE

იტალიიდან მომღერალ დავით გომართელის საქართველოში ჩუმად დაბრუნებისა და თვითიზოლაციისა თუ კარანტინის წესების დარღვევაზე გავრცელებულ ხმებს მისი ოჯახის წევრები უარყოფენ.

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ირა გოგოსაშვილი წერს, რომ დათო გომართელი საქართველოში იტალიიდან სხვა ქვეყნების გავლით დაბრუნდა და ეს დამალა:

„ყველას, ყველას, ყველას!!!

განსაკუთრებით შსს და იმ უწყებებს ვისაც ეს ეხება

ამ ათიოდე დღის წინ იტალიიდან საქართველოსკენ იმგზავრა , ნაცების აშუღმა,მომღერალმა და აწ უკვე იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა

დათო გომართელმა!!!

იგი ჯერ მოსკოვში ჩაფრინდა,შემდეგ ერევანში და ერევნიდან თბილისში შემოვიდა!

მას არსად უთქვამს რომ იტალიიდან დაიწყო აღნიშნული მარშრუტი და

გუშინ, მან ერთ-ერთ ცნობილ ინფექციონისტს დაურეკა -,,უხმაუროდ მომიგვარე ტესტის ჩაბარება,,-ო და ტელეფონში რამდენჯერმე ძლიერადაც ჩაუხველა!!!

ინფექციონისტმა,,მე როგორ უნდა მოგიგვარო,ამდენი ხანი სად იყავი რატომ არ გამოცხადდი აქამდე,საზღვრები რომლებიც გადმოლახე,თქვი რომ იტალიიდან მოდიხარ?

ამკითხვაზე პასუხად გომართელმა მიუგო-არა! რა საჭიროება იყო მაგის თქმაოოო?

მოკლედ და კონკრეტულად

ეს ძალიან ,,სვეწკი ,,პეროიანი სახეროჟები,, უფრო საშიშები არიან და ეს გაითვალოისწინონ შესაბამისმა უწყებებმა!

ვისაც გომართელთან ამ დღეებში კონტაქტი გქონდათ მიმართეთ შესაბამის სამსახურს და ჩააბარეთ ანალიზი!

წყარო არის ძალიან სარწმუნო და გადამოწმებას არ ექვემდებარება!“, – წერს ირა გოგოსაშვილი.

აღნიშნულს ანანო გომართელი სტატუსის კომენტარებში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გომართელი თვითიზოლაციის წესებს მკაცრად იცავს:

„ქალბატონო ირა, არ ვიცი ვინ ბრძანდებით და საიდან ფლობთ მსგავს ინფორმაციას, მაგრამ სამწუხაროა, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. დათო გომართელი იმყოფება მკაცრად, თვითიზოლაციაში. საბედნიეროდ არ აღენიშნება ვირუსის არავითარი სიმპტომი (ამ ეტაპზე) და ადამიანს, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს, რატომღაც მიზანმიმართულად, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებით აყენებთ ზიანს. მე, ოჯახის წევრი ვარ და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თითოეული სიტყვის სისწორეზე. მგონი ამ დროში უხერხული და რბილად რომ ვთქვათ უდროოა მსგავსი განცხადებების კეთება.“

მოგვიანებით კი ანანო გომართელი გავრცელებულ ხმებს საკუთარ ფბ–გვერდზე სტატუსითაც გამოეხმაურა:

„მესმის პანიკა, ჩვენი შიშები, ამდენი თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაც და ყველაფერი, თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება და ზედმეტი პანიკის თესვა დანაშაულის ტოლფასია ამ დროს.

როდესაც შენი ოჯახის წევრი ინფექციის გავრცელების პიკზე მყოფი ქვეყნიდან ბრუნდება, ორმაგად ვნერვიულობთ ყველა… ამასთან, როდესაც ეს ოჯახის წევრი საზოგადოებისთვის არც ისე უცნობი პიროვნებაა, უამრავი ჭორი ვრცელდება – დღეში მინიმუმ 5 კაცი მირეკავს – ახველებს? საავადმყოფოში დააწვინეს? გარეთ გამოვიდა? ვიღაცამ დაინახა…

აღარაფერს ვამბობ იმ ხალხზე, რომლებიც არასწორ ფაქტებს ამტკიცებენ. არსებულ პანიკას დავაბრალოთ.

რომ იცოდეთ თქვენ, ჩემმა მეგობრებმა – დათო გომართელს ამ ეტაპზე არ აღენიშნება არავითარი სიმპტომი, იმყოფება თვითიზოლაციაში ყველა წესის დაცვით და არც ერთხელ (!) არ დაურღვევია, დაფიქსირებულია ყველა შესაბამის უწყებაში მისი შემოსვლაც და თვითიზოლირებაც.

ასე რომ, შეგიძლიათ წყნარად იყოთ თუ ვინმეს გეშინიათ რომ მისი სახით რაიმე საფრთხე გემუქრებათ . ისედაც ბევრი გვაქვს სანერვიულო…

იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი და ერთი კარგი კონცერტი ჩემზე იყო“, – წერს გომართელი.

FB კომენტარები

კომენტარი