იტალიაში ხიდის ჩამონგრევა მეხის დაცემამ გამოიწვია (ვიდეო)

237
SHARE

იტალიის, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდს ჩამონგრევამდე მეხი დაეცა. შემთხვევის ამსახველი პირველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ამ დროისათვის უკვე ცნობილია, რომ მომხდარ ტრაგედიას 22 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
საავტომობილო ხიდი 60-იან წლებში აშენდა. რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა.
სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული.

FB კომენტარები

კომენტარი