„ის არის შეცდომა, ცოცხლად რომ ვმღერით?!” – ზურა ხაჩიძის პასუხი კრიტიკოსებს(ვიდეო)

789
SHARE

“ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი ზურა ხაჩიძე რეგიონების მასშტაბით ჩატარებულ კონცერტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
მომღერალი ამბობს, რომ ჯგუფის მისამართით გაჟღერებული კრიტიკა პოლიტიკას უკავშირდება.
„ეს არის უმადურობის პიკი რაც ხდება! ან რასთან გვაქვს საქმე ამიხსენით? ის არის შეცდომა რაც მეორე კონცერტია ცოცხლად რომ ვმღერით? თუ ის, 10 მომღერლის მერე რომ გამოვდივართ და ცოცხლად ვმღერით? თუ ის, მკვეთრად რომ ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას „ოცნების“ და მისი კანდიდატის სასარგებლოდ! სად ხართ ვინც იცით და ვინც ესწრებით ჩვენს კონცერტებს? მაშინ რატომ არ წერდით ჩვენზე ცუდს როცა ჯარისთვის, ქვეყნისთვის, ქველმოქმედებისთვის, თქვენი და თქვენი შვილების ბედნიერებისთვის როცა ვმღეროდით ცოცხლად? ეთერებში არ გინახავთ ჩვენი ცოცხლად ნამღერი ან კიდე 1994 წლიდან რამდენი ოჯახი შეიქმნა ჩვენს მუსიკაზე?! ეჰ, ჩვენი შეცდომა ის არის რომ აქ დავრჩით მგონი, არადა, ბიჭებმა და ბევრმა ჩვენმა მეგობარმა იცის რამდენჯერ იყო აქედან წასვლის შესაძლებლობა. მადლობა კრიტიკისთვის მაგრად აზიარებთ ჩვენს ტექნიკურ ჩავარდნას. მადლობა ყველას მართლა ვისაც გულით გიყვარვართ და მწერთ პირადში. მადლობა ვისაც გიყვარვართ ახლაც. (პოლიტიკური სუნი ასდის ამ ყველაფერს და აყროლდა)“,- წერს ზურა ხაჩიძე.

Comments

comments