„ის ალკოჰოლიკი იყო და ბოლოს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოდიოდა“ – სასულიერო პირის მეუღლემ დუმილი დაარღვია

172
SHARE

„ფოფოდია“ – სასულიერო პირის მეუღლე ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს. გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ნინო გორგოშიძემ მის განვლილ ურთულეს 12 წელიწადზე ისაუბრა:

“წიგნის წერა დავიწყე. წიგნი ეძღვნება ჩემს ბიოგრაფიას, ფოფოდიას ცხოვრებას. აქ აღწერილია ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი, რასაც რაღაც მიზეზის გამო ვიტანდი. მე კითხვები მქონდა უფალთან და ვდუმდი. ამის მიზეზი ჩემი ყოფილი მეუღლე და მისი ოჯახია.

ჩვენ ერთ ჭერქვეშ 10 წელი ვიცხოვრეთ. ის 2 წელში მღვდელი გახდა. ქორწინებიდან მეორე დღეს დაიწყო ძალადობა და დედა შემაგინა იმის გამო, რომ სუნამო დავისხი. მე სიყავრულით გავთხოვდი. თუმცა, აკრძალვები დაიწყო. მე არ ვეწინააღმედეგებოდი აკრძალვებს, არც მაკიაჟს ვიკეთებდი, არც ლაქს ვისვამდი და შარვალიც არ მცმია ჩემი შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე.

ის ალკოჰოლიკი იყო და ბოლოს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოდიოდა და ეს ვერ ავიტანე. მეუბნებოდა, რომ ქათმის ტვინი მქონდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მე მამათილს ვთხოვე დახმარება, მაგრამ ის ფსიქოლოგიურად ძალადობდა და რადგან მღვდლის ცხოვრება მარტივი არ იყო, უნდა ამეტანა. ეს პრობლემა ჩემს დედამთილსა და მამათილსაც ჰქონდათ. მე მაიძულებდნენ დედამთილის მაგალითით მეხელმძღვანელა“,-  ამბობს ნინო გორგოშიძე.

FB კომენტარები

კომენტარი