ისტორიული წინასწარმეტყველებები, რომლებიც რეალობად იქცა

105
SHARE

ისტორიის მანძილზე მომხდარა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს თავისი შორსმჭვრეტელობით მსოფლიო გაუოგნებიათ. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე შთამბეჭდავ წინასწარმეტყველებას, რომელიც თავის დროზე სავარაუდოდ, ძალიან სასაცილოდ ჟღერდა, მაგრამ დღეისთვის ჩვენი რეალობის ნაწილად იქცა.

უკაბელო მოწყობილობები
1909 წელს სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, ელექტრიკოსმა, მექანიკურმა ინჟინერმა და ფუტურისტმა ნიკოლა თესლამ იწინასწარმეტყველა, რომ მალე შესაძლებელი იქნებოდა მსოფლიოს მასშტაბით უკაბელო მოწყობილობებზე გადაგვეგზავნა ერთმანეთისთვის შეტყობინებები. მისი წინასწარმეტყველებიდან რამდენიმე ათწლეულში უკაბელო მოწყობილობები რეალობად იქცა.

ორგანოების გადანერგვა
მე-17 საუკუნეში ანგლო-ირლანდიელმა ბუნების ფილოსოფოსმა, ქიმიკოსმა, ფიზიკოსმა და გამომგონებელმა რობერტ ბოილმა იწინასწარმეტყველა დაავადებების ტრანსპლანტაციით განკურნების მეთოდი. ამის მტკიცებულება 1660-იანი წლების მისივე ხელნაწერებშია აღმოჩენილი. გამოდის, რომ მან ორგანოების ტრანსპლანტაციის შესახებ სამი საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა.

ინტერნეტი
მწერალმა ი. ემ. ფოსტერმა ინტერნეტის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როდესაც ინტერნეტის იდეაც კი არ არსებობდა. 1909 წელს დაწერილ მოთხრობაში -”მანქანა ჩერდება”, ფოსტერი წერს: ”იქ იყო ღილაკები და გადამრთველები – ღილაკები იმისთვის, რომ საკვები გამოგეძახებინა, მუსიკა ჩაგერთო, ტანსაცმელი შეგეძინა. იქ იყო ღილაკი, რომელიც ლიტერატურასთან წვდომას გაძლევდა. და იქ აგრეთვე იყო ღილაკი, რომელიც მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალებას იძლეოდა.”

ტელევიზია და მობილური ტელეფონები
ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ თავიანთი მომავალი. 1000 წელს ინჟინერმა მისტერ უოტკინსმა დაწერა წერილი, სახელწოდებით – ”რა შეიძლება მოხდეს მომავალ ათას წელიწადში”. მან დაწერა, რომ ადამიანებს დედამიწის მთლიანად მოვლის საშუალება ექნებათ, ადამიანები და ნივთები კამერის ფოკუსში აღმოჩნდებიან, რომელიც ელექტრონულად იქნება დაკავშირებული ეკრანთან და რეალური მოქმედებიდან დიდი მოშორებით შეგვეძლება დანახვა, თუ რა ხდება სხვადასხვა ადგილებში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ტელევიზია გამოიგონეს და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი მობილური ტელეფონი.

ტიტანიკის ჩაძირვა
ძალიან დიდია მსგავსება ტიტანიკის ისტორიასა და მორგან რობერთსონის ნოველა ”ამაოება ანუ ტიტანის დაცემა”-ს შორის. ნოველაში რობერთსონი ყვება გამოგონილი გემის შესახებ, რომელიც საოცრად წააგავს რეალურ ტიტანიკს. ორივე მათგანი მოიაზრებოდა ჩაუძირავად, ორივეს მსგავსი სახელები ჰქონდათ, ორივე იდენტური პროპელერებით იყო აღჭურვილი, ორივე აისბერგს შეეჯახა აპრილის ღამეს, ორივე შემთხვევაში მაშველი ნავების სიმცირე იყო, ორივე გემი ჩაიძირა და მგზავრების ნახევარზე მეტი იმსხვერპლა. ნოველა კი რეალურ მოვლენამდე თოთხმეტი წლით ადრე იყო დაწერილი.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი