ისევ ერთად? – ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი პარიზში ისვენებენ (ვიდეო, ფოტო)

95
SHARE

დაშორებული წყვილი – ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი პაპარაცებმა პარიზში ერთად აღმოაჩინეს. სიყვარულის ქალაქში ჯენიფერი და ბენი შვილებთან ერთად ისვენებენ. ისინი ერთად სეირნობდნენ და, როგორც ერთი ოჯახი, ისე გამოიყურებოდნენ.
დასავლური პრესის ცნობით, ვარსკვლავური წყვილის მეგობრებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ბენი და ჯენი ისევ ერთად არიან. „ისინი ბედნიერები არიან, როდესაც დროს ერთად ატარებენ! ახლა მათ ურთიერთობებში ჰარმონია და სიმშვიდე მეფობს“, – წერს უცხოური პრესა.
ახლახან პრესაში კიდევ ერთი ჭორი გაჩნდა იმის თაობაზე, რომ ჯენიფერი ყოფილი ქმრისგან ფეხმძიმედაა. ამიტომ მსახიობებმა გაყრის გაუქმება გადაწყვიტეს. „მეგობრებმა და ნაცნობებმა უკვე იციან ფეხმძიმობის შესახებ. თავად მსახიობი ამის შესახებ ცოტა ხანში განაცხადებს. ბენი ძალიან ყურადღებიანია, მეუღლისთვის საწოლში საუზმე მიაქვს. ჯენი ისევ ბედნიერია ბენის კარგი დამოკიდებულების გამო“, – ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.

FB კომენტარები

კომენტარი