ირმა ინაშვილი: “თუ კომფორტულად არ მაცვია ვერ ვიჩხუბებ”

164
SHARE

პოლიტიკოსმა  ირმა ინაშვილმა ჟურნალ  “სარკესთან”  ჩაცმის   სტილზე ისაუბრა.
“ვეღარ ვიცვამ ჯინსის შარვლებს და ბოტასებს. ძვირფასი არაფერი მაცვია. კლასიკური სტილის შავ ან მუქ ლურჯ პიჯაკს, თეთრ პერანგსა და შავ ან ლურჯ შარვალს ვიცვამ. ასეთ ჩაცმულობას ეტიკეტი ითვალისწინებს. არ მიყვარს ფერადი ტანსაცმელი, უფრო დამჯდარ ტონებს ვანიჭებ უპირატესობას.
არ შემიძლია ქუსლიან ფეხსაცმელზე დგომა. თუ ფეხსაცმელი კომფორტულად არ მაცვია, ვერ ვიჩხუბებ. არ უნდა მიჭერდეს. პიჯაკიც თავისუფლად უნდა მქონდეს, ხელს კომფორტულად უნდა ვწევდე და ა.შ. ხელს რომ ვერ წევ, ფეხს რომ ვერ დგამ, ასე კომფორტულად ვერ ვიქნები, ვერ ვიჩხუბებ და ხელს კარგად ვერ ვიქნევ.
მიყვარს, როცა ისე მაცვია, რომ ყურადღებას არ ვიქცევ. უნდა გეცვას მკაცრად, რადგან სენატორებს, კონგრესმენ ქალებს ასე აცვიათ. ზაფხულშიც დახურულ ტანსაცმელს ვიცვამ, რაც ჩემი ცხოვრების სტილმა განაპირობა”, – აცხადებს ინაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი