ირლანდიელმა ქალმა ვაჟებს მილიონები უანდერძა, ქალიშვილებს კი ჭურჭელი დაუტოვა

266
SHARE

ირლანდიაში ერთ-ერთი ფერმის მეპატრონე ქალი 2013 წელს გარდაიცვალა. უფროს ვაჟს მან 3,5 აკრის ფართობის მიწა დაუტოვა, რომელიც მაშინ 42 ათასი ევრო ღირდა. შუათანა შვილს ქალმა 199 აკრი ( 80,5 ჰექტარი) უანდერძა, რაც სამ მილიონ ევროდ იქნა შეფასებული. უმცროსი ვაჟის წილმა 748,5 ათასი ევრო შეადგინა. ქალიშვილებს კი რატომღაც ბევრად ნაკლები ერგოთ –5–5 ათასი ევრო, ჭურჭელი და დანა-ჩანგალი.
აღსანიშნავია, რომ ქონების ასეთმა გაყოფამ ქალის უფროსი შვილი არ დააკმაყოფილა. საქმე ისაა, რომ დედის სიცოცხლის დროს, ის 30 წელი ფერმაში მუშაობდა, რომელიც მას დაჰპირდა, რომ 90 აკრს უანდერძებდა. შეთანხმებიდან რამდენიმე წელში, მათ იჩხუბეს. 2003 წელს დედამ ახალი ანდერძი შეადგინა, რომელშიც უფროსი ვაჟის წილი კიდევ უფრო შემცირდა, 2007 წელს კი ის საერთოდ გააგდო ფერმიდან.
ბოლო წლებია, მამაკაცი ტაქსისტად მუშაობს და ნათესავებთან არ კონტაქტობს. ამასთანავე, მას საჩივარი აქვს შეტანილი სასამართლოში, რომელმაც გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ქალმა მორალური ვალდებულება დაარღვია და შვილი შესაბამისი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. შედეგად, მისი წილი 90 აკრამდე გაიზარდა. ამ მიწის ფასი 1,27 მილიონ ევრომდეა.

FB კომენტარები

კომენტარი