ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ბაჰამიზე – სუპერმოდელი ქორწილისთვის ემზადება (ფოტოკოლაჟი)

236
SHARE

29 წლის სუპერმოდელი ირინა შეიკი ქორწილისთვის ემზადება. Celebdirtylaundry-ს ინფორმაციით, 40 წლის ამერიკელმა მსახიობმა ბრედლი კუპერმა საცოლეს ხელი უკვე სთხოვა.

პაპარაცებმა წყვილი გუშინ ბაჰამის სანაპიროზე დააფიქსირეს, სადაც ისინი ერთად ისვენებენ. შეიკის და კუპერის ინტიმური ფოტოები, ბრიტანულმა ტაბლოიდურმა გამოცემამ „დეილი მირორმა“ გამოაქვეყნა. ფოტოებზე აღბეჭდილია, როგორ წუწაობს და ერთობა სასტუმროს ეზოში, წითელ საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი შეყვარებული წყვილი.

შეყვარებული წყვილი პაპარაცებმა ერთად, რამდენიმე დღის წინ, პარიზის აეროპორტშიც დააფიქსირეს. ზაფხულის შვებულება კი, იტალიის სანაპიროზე გაატარეს. სუპერმოდელი ირინა შეიკი და ჰოლივუდის მსახიობი ბრედლი კუპერი ნახევარი წელია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. წყვილის რომანის შესახებ ხმები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა. მაშინ მსოფლიო პოდიუმების ლამაზმანი შეყვარებულს, ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დაშორდა. თითქმის იმავე პერიოდში დაშორდა მეგობარ გოგონას, მოდელ სიუკი უოტერჰაუსს ბრედლი კუპერიც.

მიუხედავად იმისა, რომ კუპერმა სუპერმოდელი საკუთარ მშობლებსაც კი გააცნო და, გავრცელებული ხმების თანახმად, წყვილი მალე მშობლებიც გახდებიან, საკუთარ რომანსა და ურთიერთობებს ისინი აქტიურად მალავენ. რუსი წარმოშობის ლამაზმანი, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ხშირად ახერხებს შეყვარებულთან ერთად ევროპაში მოგზაურობას. რამდენიმე თვის წინ კუპერს მუშაობა ლონდონში მოუწია, სადაც ის სპექტაკლში „ადამიანი-სპილო“ თამაშობდა. მაშინ მსახიობს ბრიტანეთში თან ახლდა ირინა შეიკიც.

ტოპმოდელი, ახლახან, მსოფლიოში აღიარებული პარმიუმერული ბრენდის L’Oréal Paris-ის ოფიციალური სახე გახდა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35

FB კომენტარები

კომენტარი