ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი პარიზში – შეყვარებული წყვილი პაპარაცებმა აეროპორტში დააფიქსირეს (ფოტოკოლაჟი)

176
SHARE

სუპერმოდელი ირინა შეიკი და ჰოლივუდის მსახიობი ბრედლი კუპერი ნახევარი წელია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. წყვილის რომანის შესახებ ხმები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა. მაშინ მსოფლიო პოდიუმების ლამაზმანი მის შეყვარებულს, ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დაშორდა. თითქმის იმავე პერიოდში დაშორდა მეგობარ გოგონას, მოდელ სიუკი უოტერჰაუსს ბრედლი კუპერიც.

მიუხედავად იმისა, რომ კუპერმა სუპერმოდელი საკუთარ მშობლებსაც კი გააცნო და, გავრცელებული ხმების თანახმად, წყვილი მალე მშობლებიც გახდებიან, საკუთარ რომანსა და ურთიერთობებს ისინი აქტიურად მალავენ.

ამ დღეებში კი წყვილს კონფიდენციალურობის დაცვა ნამდვილად არ გამოუვიდა. ფოტორეპორტიორებმა შეყვარებული წყვილი პარიზის აეროპორტში დააფიქსირეს. ჟურნალ COSMOPOLITAN-ის ინფორცაციით, წყვილი მიმზიდველად ურთიერთობდა და ერთმანეთს ხშირად უღიმოდნენ.

სხვათა შორის, სუპერმოდელისა და ამერიკელი მსახიობის რომანი ბოლო დროს ნამდვილად ძლიერ საგრძნობია. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი მალე მშობლებად გახდომას ემზადებიან. რუსი წარმოშობის ლამაზმანი, აქტიური სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ხშირად ახერხებს შეყვარებულთან ერთად ევროპაში მოგზაურობას. ცოტა ხნის წინ კუპერს მუშაობა ლონდონში მოუწია, სადაც ის სპექტაკლში „ადამიანი-სპილო“ თამაშობდა. მაშინ მსახიობს ბრიტანეთში თან ახლდა ირინა შეიკიც. თეატრში მუშაობის შემდეგ კი, წყვილი დასასვენებლად იტალიაში გაემგზავრა, სადაც პაპარაცებმა მათ „ცხელი ფოტოებიც“ გადაუღეს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 10-2 10-3 11 11-2 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23

FB კომენტარები

კომენტარი