ირინა შეიკი ბრიტანული “ვოგის” კრეატიულ დირექტორთან ერთად დააფიქსირეს (ფოტო)

123
SHARE

სოციალური მედია პანიკაშია.
33 წლის სუპერმოდელი, ირინა შეიკი მსახიობ ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ პირველად დააფიქსირეს საჯაროდ მამაკაცთან ერთად.
პაპარაცული ფოტოები ვირუსულად ვრცელდება და ახალი მითქმა-მოთქმები უკვე დაიწყო.
მამაკაცი, ვისთან ერთადაც შეიკი საკმაოდ ახლო კონტაქტისას დააფიქსირეს, ალეკ მაქსველია – ბრიტანული “ვოგის” კრეატიული დირექტორი, თუმცა შეიკის ახალი რომანის დაწყების ჭორები საფუძველს მოკლებულია. ალეკი ჰომოსექსუალია და უკვე 10 წელია, ასევე, ბრიტანული “ვოგის” მთავარ რედაქტორს, ედვარდ ენინფულის ხვდება.
​სავარაუდოდ, ირინა შეიკი და ალეკ მაქვსელი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.

FB კომენტარები

კომენტარი