ირაკლი ღლონტი: არ მჯერა ნარკომოვაჭრის ცრემლების

95
SHARE

ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში ნარკომოვაჭრის დაკავებას ეხმაურება, რომელმაც სასამართლო პროცესზე იტირა.
“არ მჯერა ნარკომოვაჭრის ცრემლების, არც მათი სინანული მგვრის შვებას, დაუჯერებელია მათგან ესეც… მაპატიეთ, იქნებ არაჰუმანურობას ვავლენ, მაგრამ მირჩევნია აქ ვიყო სამართლიანი… არ შემიძლია ქართველი ესკობარების მიმართ ლოიალურობის გამოვლენა, ისინი ჩვენი მკვლელები არიან ! მათთვის მემეტება კანონის მთელი სიმკაცრე და მაქსიმალური ვადით იზოლირება ჩვენი საზოგადოებისგან მეგობრებო, მკვლელების ადგილი არის ციხეში ! ჩვენ მათ ვუფინანსებთ კომფორტულ საკნებს, საკვებს, ტანსაცმელს და ა.შ. ის გვკლავს, ჩვენ ვუფინანსებთ ცხოვრებას გისოსებს მიღმა, მადლობა თქვან”. – წერს ღლონტი.

Comments

comments