ირაკლი ოქრუაშვილი: რას იკლავდი თავს, იდიოტო, ჩემო თავო? თუ ბოლოს მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი

649
SHARE

ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნესსკოლაში ჩავაბარე. წიგნებით გამოტენილი “რუგზაკით” დავდიოდი ლექციებზე “ყველაფრის ნამინისტრალი”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

ოქრუაშვილი ივანიშვილის მმართველობის 7 წლის შესახებ საუბრობს.

“ივანიშვილის მმართველობის 7 წლის თავზე მოვესწარით:
-სექსუალურად მომწიფებულ გენერალურ პროკურორს;
-ბოტასების ქურდ გენერალურ პროკურორს;
-უდიპლომო ( ყალბი დიპლომის მქონე) გენერალურ პროკურორს
ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა. ორი თვე ვდიე, რომ გადამებარებინა.
ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნესსკოლაში ჩავაბარე. წიგნებით გამოტენილი “რუგზაკით” დავდიოდი ლექციებზე “ყველაფრის ნამინისტრალი” ამხელა კაცი პატარა ბავშვებთან ერთად .
რას იკლავდი თავს, იდიოტო, ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?
მაგრამ რა მიკვირს? ივანიშვილს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი წიგნი აქვს წაკითხული – ილფისა და პეტროვის “ თორმეტი სკამი”, ისიც იმიტომ, რომ მთავარ გმირ ოსტაპ ბენდერში საკუთარი თავი ამოიცნო,” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

FB კომენტარები

კომენტარი