ირაკლი მაქაცარიას ყოფილი საცოლე: მზად ვიყავი, გამეჩინა შვილები და ამეწყო ოჯახი ამ ადამიანისთვის

3490
SHARE

30 წლის პროდიუსერი ირაკლი მაქაცარია საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მან ცნობილ რუსულ შოუში – “ხოლოსტიაკში” (მარტოხელა) , მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ ის ნამდვილი სექსსიმბოლო გახდა. შოუს ბოლოს მან არჩევანიც გააკეთა – მისი რჩეული ალიონა ლესიკი იყო, რომელიც ცოლადაც უნდა შეერთო.
​თუმცა შარშან, წლის ბოლოს, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ირაკლი მაქაცარიასთან დაშორების შესახებ ალენა თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, ის დაიღალა მუდმივად ინიციატივის გამოჩენით და გადაწყვიტა, მიატოვოს ირაკლი.
„ჩემო მეგობრებო და გამომწერებო! გადავწყვიტე გითხრათ, ის, რაც აშკარაა. ვთვლი, რომ ეს ახალი ამბავი, ჩემი და ირაკლის ურთიერთობა, მხოლოდ სალაპარაკოდ იყო. მაგრამ, მე, „პატრა პრინცესას“, ეს უნდა გამეკეთებინა. მე და ირაკლი ერთად აღარ ვართ. ჩემი გრძნობა იყო გულწრფელი ამ ურთიერთობაში. ამის შესახებ ყველამ იცოდა ჩვენ გარშემო. მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი ამ ადამიანისთვის, მივატოვე კარიერა და ჩამოვედი საქართველოში… მზად ვიყავი, გამეჩინა შვილები და ამეწყო ოჯახი ამ ადამიანისთვის. დაშორების შესახებ გადაწყვეტილება მე მივიღე. არა იმიტომ, რომ მე ვიღაც მყავს ( იაროსლავი, ჩემი მეგობარი, რომელმაც მიმაღებინა მონაწილეობა „холостяк 6″-ში) უბრალოდ, მე დავიღალე მუდმივად ინიციატივის გამოჩენით! მე უბრალოდ, მინდა იყოს მოსიყვარულე. ჩვენ ხშირად ვხედავთ ხალხს, რომლებიც გვინდა იყვნენ ისეთები,როგორც ჩვენ გვგონია“,-წერს ალენა ლესიკი სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი