ირაკლი კობახიძე მეორე ვაჟის მამა გახდა

1074
SHARE


პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნი ირაკლი კობახიძე მეორე ვაჟის მამა გახდა.
პატარას ნიკო დაარქვეს. ნიკო მეორე შვილიშვილია ირაკლი კობახიძის მამისთვის, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრ გია კობახიძისთვის.

“კვირა +“ სწორედ გია კობახიძეს ესაუბრა.

ბაბუასგან შევიტყვეთ, რომ პატარა ნიკოლოზი თავს კარგად გრძნობს.
ნიკო დედასთან ერთად სამშობიაროდან სახლში დღეს გაწერეს.

“ჩემი პირველი შვილიშვილი ირაკლის უფროსი შვილი – გიორგი ოთხი წლის ხდება, პატარა ნიკოს დაბადებამაც ასევე ძალიან გაგვახარა ყველა, თავს კარგად გრძნობს, წონით 4 კილო და 350 გრამი დაიბადა, სიმაღლეში 54 სმ-ია. სამშობიაროდან დღეს გამოწერეს“, – აღნიშნა გია კობახიძემ.

“კვირა +“ კობახიძეების ოჯახს პატარას დაბადებას ულოცავს.

FB კომენტარები

კომენტარი