ირაკლი ვაჭარაძე გია ჯაჯანიძის გადაცემის დახურვას ითხოვს – “ცოცხალი ადამიანებისგან ცირკს აწყობს”

74
SHARE

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე ტელეკომპანია “იმედზე” გასულ გია ჯაჯანიძის გადაცემას აკრიტიკებს. როგორც სოციალურ ქსელში ვაჭარაძე წერს, “სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად” ტრანსფობიური განცხადებების გამო უნდა დაიხუროს.
“იმედზე საშინელი შოუ რომ გადის, ჯაჯანიძის, რაც დღეს იქ ვიხილეთ მსგავსი საშინელება ჯერ არ ყოფილა (ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ღრმად ეშვებიან უფსკრულში). ისეთი ამაზრზენი ტრანსფობია გამოიჩინეს კესარია აბრამიძის მიმართ, რომ ეს არ დარჩება რეაგირების გარეშე. ხვალ დილიდანვე მივხედავთ ამ საქმეს. ეს გადაცემა უნდა დაიხუროს და პირობას ვდებ რომ ლგბტ თემის წევრებთან ერთად ამას მივაღწევთ, უკიდურესი ზომების მიღებაც რომ დამჭირდეს. ასეთი დამცირება, დაცინვა, გადავლა ადამიანზე მისი გენდერული იდენტობის გამო მეორე არ მინახავს. მე აქ მხარეებს არ ვიჭერ და იქ მიმდინარე კამათზე არ ვაკეთებ კომენტარს. აქ პრობლემა მაქვს ამ არხთან, მის ჯერ-ჯერობით უპასუხისმგებლო მენეჯმენტთან და ყველა იმ ადამიანთან რომელიც ცოცხალი ადამიანებისგან ცირკს აწყობს” – წერს ვაჭარაძე სოციალურ ქსელში.

Comments

comments