ირაკლი ალასანიას ოჯახი გორში “გადასახლდა” – “ტვინში გახალისებული ჩიტები მიმაფრენენ”

100
SHARE

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნოდ ოჯახთან ერთად გორში გადასახლდა, სადაც, როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ისინი საკმაოდ კომფორტულადაც მოეწყვნენ. გორში გადაღებულ ფოტოებს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე აქვეყნებს.

“გორში უმშვენიერეს სახლში დავსახლდით უკარგეს ოჯახში. სახლის ერთერთი მეპატრონე პატარა ბიჭია, პიანისტი, სტიქაროსანი. სრულიად ნატიფი განვითარების, მისი სამყარო სავსეა მუსიკით, ღმერთით და ჩიტებით. ბევრი ქათქათა და რამდენიმე სხვა ფერის მტრედი ყავს, ეს ერთერთი მთავარი ნიშანია, რომ ჩემს ადგილას და ჩემს ადამიანებთან მოვხვდი. გუშინ სტუმრები გვყავდა და მტრედები ხალხმრავლობისგან რომ არ დამფრთხალიყვნენ, გალიაში დავტოვეთ. წყნარ დღეს გადავიღებ მათთან ფოტოებს. მანამდე, მიწის ნაკუწი რომ დავინახე, ჩემმა მანიამ იმძლავრა, წამოვიღე თბილისიდან ასტრები და ისეთი ნაბიჯით მივქრივარ ყვავილების დასარგავად, რა კარგია, ამ დროს გვერდიდან რომ შეხედავ შენს თავს, როგორ გაკლია, ტვინში გახალისებული ჩიტები მიმაფრენენ . კიდევ უფრო კარგია, თანამოაზრეები რომ გამოგიჩნდებიან, უძვირფასესი ლაშა მეხმარება. ჩემი თავისთვის გვერდიდან უსაყვარლესმა თამარმა შემახედა ტელეფოტოთი.” – წერს ფანჯიკიძე.

FB კომენტარები

კომენტარი