ინტერნეტში გაცნობილი ქალი, მამაკაცმა 6 წელი დაატყვევა, აუპატიურებდა და 4 შვილი გააჩენინა (ფოტო,ვიდეო)

2367
SHARE

რუსი ქალბატონი 6 -წლიანი შიდა ტყვეობისა და სექსუალური ძალადობისგან, გათავისუფლებულია.
რუსმა მამაკაცმა, ქალბატონი 6 წლის განმავლობაში სახლში გამოკეტა.
წყვილმა ერთმანეთი თათარი მუსლიმების საიტზე გაიცნო, ოფიციალურად არ დაქორწინებულან, თუმცა, რელიგიურად ერთმანეთს დაუკავშირდნენ.
პოლიცია, რინათ ბილიანოვის საქმეს იძიებს, რომელიც დადანაშაულებულია, პარტნიორი ქალის წამებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ქალბატონს, 6 წლიანი შიდა პატიმრობის დროს, 4 შვილი ეყოლა.
მსხვერპლი იმ ოთახში იყო გამოკეტილი, რომლის ყველა ფანჯარა დალუქული და ამოშენებული იყო.
ქალბატონმა პოლიციის გამოძახება ერთ-ერთი საიტის დახმარებით მოახერხა, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობს.
„ჩვენ ჩაკეტილები ვიყავით, ვერსად ვერ გავდიოდით, ჩემი პატარა გოგონა, მისი ცხოვრების განმავლობაში, სახლის გარეთ ერთხელ გავიდა. სასტიკად მეპყრობოდა და ჯოხით მცემდა, ჩემს პატარა ვაჟს ეუბნებოდა, „როცა გაიზრდები, ისევე სცემე, როგორც მე ვცემ, რადგან ის ცუდი ადამიანია“ 6 წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი, ის ყოველთვის ბავშვების თვალწინ მცემდა“ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს, დაზარალებულმა ქალბატონმა განუცხადა.
„ბინის დატოვებას მაშინ შევძლებდი, როდესაც ჩემი მშობლები 200 000 რუბლს გადაიხდიდნენ“
პოლიციამ სახლში შეჭრა და მძევლების გადარჩენა მსხვერპლის გარეშე მოახერხა, რამდენიმე ხანში დაზარალებული ქალბატონი და მისი ოთხი შვილი ქალთა თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციის განცხადებით, ბავშვები ვერ საუბრობენ და „განვითარების პრობლემა“ აქვთ.

FB კომენტარები

კომენტარი