ინტერნეტთან დაკავშირებული ბარბი შეიძლება ჯაშუშებმა გამოიყენონ

66
SHARE

ბარბი, რომელიც ინტერნეტთან არის დაკავშირებული, შეიძლება პოტენციური ჯაშუში აღმოჩნდეს. თოჯინა Hello Barbie, რომელსაც ბავშვთან საუბარი შეუძლია, შეიძლება ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდეს, რომლებსაც ამ საუბრის მოსმენა შეუძლიათ. ხარვეზები, რომლის გამოც ჰაკერებს ჯაშუშობის მიზნით თოჯინის გამოყენება შეუძლიათ, კომპანია Bluebox-ის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს. მანამდე ახალ ბარბის სხვა ხარვეზი აღმოაჩნდა, რომელიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. კერძოდ, ბოროტმოქმედებს ინტერნეტით თოჯინის და, შესაბამისად, მისი პატრონის საცხოვრებელი ადგილის დადგენა შეუძლიათ.

Comments

comments