ინდური ტკბილეული – ლადუ

741
SHARE

ინგრედიენტები: ოსპის მსგავსი ბარდა (შეგიძლიათ გამოვიყენოთ მწვანე ბარდაც) – 2 ჭიქა, ნუში – 2-3 ჭიქა, კეშიუს თხილი – 2/3 ჭიქა, შაქრის პუდრი – 1,5 ჭიქა, ილი (კარდამონი)- 8 ც. ნაღების კარაქი – 400 გრ. მომზადების წესი: ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. ბარდა გავრეცხოთ და საცხობ ფურცელზე თხელ ფენად გავფინოთ და ღუმელში გამოსაცხობად შევდგათ. მზად იქნება, როცა ოდნავ ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს. სანამ ბარდა მოიხალება, ნუში და კეშიუს თხილი დავაბლენდეროთ. შემდეგ ტაფაზე მოვხალოთ. მოხალული ოსპი და ილის მარცვლები დავფქვათ და გავცრათ. შაქრის პუდრი, ილი და თხილეული დავუმატოთ. შემდეგ კარაქი დავადნოთ და მიღებულ მასას დავასხათ. კარგად ავურიოთ და ლადუს ბურთულები გავაკეთოთ. ბოლოს მაცივარში 1-2 საათით მოვათავსოთ.

FB კომენტარები

კომენტარი