ინდოელი მეცნიერები ნიუტონისა და აინშტაინის თეორიების გაბათილებას ცდილობენ: ინდოელ დემონს 24 თვითმფრინავი ჰყავდა

79
SHARE

ინდოეთის ყოველწლიურ სამეცნიერო კონგრესზე, ინდოელი მეცნიერები ნიუტონისა და აინშტაინის აღმოჩენებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. კონგრესზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მოდიმ გახსნა, ზოგიერთი ინდოელი მეცნიერი აცხადებდა, რომ ძველმა ინდუსებმა ღეროვანი უჯრედების შესახებ იცოდნენ და ამ სფეროში კვლევებსაც კი ატარებდნენ.
სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა ძველი ინდური ტექსტის ციტირება მოახდინა იმის დასამტკიცებლად, რომ ღეროვანი უჯრედები ინდოეთში ათასობით წლის წინ აღმოაჩინეს. ანდრას უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ინდური ეპოსის „რამაიანას“ გმირ დემონს სხვადასხვა ტიპის 24 თვითმფრინავი ჰყავდა და ცეილონზე რამდენიმე დასაფრენ ზოლს ფლობდა.
სხვა მეცნიერმა, ექიმმა კრიშნანმა კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ისააკ ნიუტონი და ალბერტ აინშტაინი ცდებოდნენ თავიანთ ფიზიკურ თეორიებში და აინშტაინის მიერ გაკეთებული წინასწარმეტყველება გრავიტაციული ტალღების შესახებ დაკავშირებული უნდა იყოს ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის სახელთან. მისი თქმით, ნიუტონს არ ესმოდა გრავიტაციული ძალების ბუნება, ხოლო აინშტაინის თეორიებს ადამიანები სიცრუეში შეჰყავს.
ამასთან, ინდოეთის სამეცნიერო კონგრესების ასოციაციამ, ამ განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვა. ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ არავინ აყენებს ეჭვქვეშ უძველესი ტექსტების ესთეტიკურ ღირებულებას, მაგრამ აბსურდულია, მათში მეცნიერული ქვეტექსტების ძიება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ინდოეთის განათლების მინისტრის მოადგილის სინგხის თქმით, პირველი თვითმფრინავები „რამაიანაშია” ნახსენები. 2014 წელს კი პრემიერ-მინისტრსმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ კეთილდღეობის და სიბრძნის ღმერთის განეშის შესახებ სიუჟეტი, იმაზე მეტყველებს, რომ ძველ ინდოეთში არსებობდა კოსმეტიკური ქირურგია, ვინაიდან განეშს ადამიანის ტანი და სპილოს თავი აქვს. ასევე, 2017 წელს შტატ რადჟასტანის ჯანდაცვის მინისტრმა ძროხის მეცნიერული მნიშვნელობის გააზრებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ძროხა ერთადერთი ცხოველია მსოფლიოში, რომელსაც ჟანგბადის როგორც ჩასუნთქვა, ისევე ამოსუნთქვა შეუძლია.

FB კომენტარები

კომენტარი