ინდოეთში რესტორანი აფეთქდა – დაღუპულია 80 ადამიანი

51
SHARE

80 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაიჭრა ინდოეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ტრაგედია ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.  სამართალდამცავები მომხდარის მიზეზად აირის გაჟონვასა და რესტორნის სარდაფში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობას ასახელებენ.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ. აფეთქება ადგილობრივი დროით 9 საათზე მოხდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

 

 

FB კომენტარები

კომენტარი