ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსით დაინფიცირებული მედდა გარდაიცვალა

101
SHARE

ინდოეთში ვირუსი „ნიპახი“ მძვინვარებს. ამ დროისთვის, ამ ნაკლებად შესწავლილი ვირუსისგან, უკვე 9 ადამიანი დაიღუპა. „ნიპახი“ 1999 წელს მალაიზიაში აღმოაჩინეს, რამდენიმე წლის შემდეგ, ის მალაიზიის საზღვრებს გასცდა და ავტრალიის, ინდოეთის, ჩინეთის და აფრიკის ტერიტორიაზე გავრცელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, „სასიკვდილოდ საშიში ვირუსი გადაიცემა ცხოველებისგან ადამიანებზე და ასევე, ადამიანებიდან ადამიანებზე. მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს ანტივირუსი, ხოლო ამ ინფექციისგან დაღუპვის ალბათობა, 40%-დან 75%-მდე შეადგენს. ავადმყოფობა, თავდაპირველად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თავიდან შეიმჩნევა კუნთოვანი მასის სისუსტე, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა. ამის შემდეგ ინფექცია ნერვულ სისტემას აუძლურებს და პაციენტი კომაში ვარდება. ასევე, შეიმჩნევა ფილტვების ჩაკეტვა და სუნთქვის უკმარისობა.
გუშინ, ინდოეთში 28 წლის მედდა ლინი პუთუსერი გარდაიცვალა, რომელსაც ამ ვირუსით დაავადებულებთან მუშაობა უწევდა. მას ქმარი და ორი პატარა ბავშვი დარჩა. 40 ადამიანი ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება. მედდა ლინი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე იბრძოდა სხვა ადამიანების გადასარჩენად, მის ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს ინდოეთის მთავრობის წევრებმა და ოფიციალურმა პირებმა. მას ინდოეთის გმირს უწოდებენ.
ინდოეთის შტატ კერალაში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული, დაფუძნებულია სამედიცინო ბანაკები და მიმდინარეობს ბრძოლა ვირუსთან და მის შედეგებთან.

 

FB კომენტარები

კომენტარი