ინდოეთში მაიმუნმა ჩვილი გაიტაცა და მოკლა

127
SHARE

ინდოეთის შტატ უტტაპ-პრადეს ქალაქ აგრაში მაიმუნმა ჩვილი ბავშვი გაიტაცა და მოკლა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Telegraph ავრცელებს.
ცხოველი სახლში შეიპარა და დედას 12 დღის ჩვილი ხელიდან მაშინ გამოსტაცა, როდესაც ის მას აჭმევდა. ქალი და სხვა ნათესავები მაიმუნს გაეკიდნენ, მაიმუნს საჭმლითაც იტყუებდნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი სახლის სახურავზე ავიდა და გაიქცა.
ჩვილი მეზობელი სახლის სახურავზე მოკლული იპოვეს.
“მაიმუნმა ბავშვის თავი დაკბინა და შემდეგ სახურავზე მიაგდო, ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო”, – აცხადებს ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი.

FB კომენტარები

კომენტარი