ინდოეთში მაიმუნებმა Covid-19-ით ინფიცირებულთა ანალიზის ნიმუშები გაიტაცეს

53
SHARE

ინდოეთში მაიმუნების ჯგუფი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს თავს დაესხა. მათ Covid-19-ით ინფიცირებულთა სისხლის ანალიზის ნიმუშები გაიტაცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია შემთხვევა მიმდინარე კვირას მოხდა, როდესაც ლაბორატორიის თანამშრომელი მეერუტის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯში მიდიოდა.

მაიმუნებმა აიღეს და გაიტაცეს კორონავირუსით ინფიცირებული 4 ადამიანის სისხლის ანალიზის ნიმუში.

ეს ადამიანები მკურნალობას გადიან და მათ ანალიზებს თავიდან ავუღებთ“, – განაცხადა ექიმმა გარგმა.

FB კომენტარები

კომენტარი