ინდოეთში კაცი დათვის სასქესო ორგანოების ჭამის ბრალდებით დააკავეს

92
SHARE

ინდოეთში კაცი დააკავეს, რომელიც ტუჩა დათვის სასქესო ორგანოებს ჭამდა. მას ექვსი წლის განმავლობაში ეძებდნენ.

2013 წელს მადჰია-პრადეშის შტატში, ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სპეციალური შტაბი მას შემდეგ შექმნეს, რაც რამდენიმე ტუჩა დათვი სასქესო ორგანოს გარეშე იპოვეს – მათ სასქესო ორგანოები ჰქონდათ მოჭრილი.

დაკავებული კაცი იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებსაც სჯერათ, რომ ტუჩა დათვის სასქესო ორგანო სხვადასხვა დაავადებებს კურნავს. ინდური მედიის ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ ამავე მიზეზით რამდენიმე ვეფხვი,არაერთი ტუჩა დათვი და ასობით ფარშევანგი, ასევე გარეული ღორი ყავს მოკლული.

FB კომენტარები

კომენტარი