ინდოეთში ახალშობილ შვილებს “კორონა” და “კოვიდი” დაარქვეს

88
SHARE

ინდოეთში ახალშობილ ტყუპებს, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, “შესაბამისი” სახელები დაარქვეს – ბიჭუნასა და გოგონას კორონა და კოვიდი ჰქვიათ, მშობლები კი იმედოვნებენ, რომ ეს სახელები მათ ყოველთვის შეახსენებენ, თუ რა რთულ ვითარებაში შეიძლება, აღმოჩნდეს კაცობრიობა ნებისმიერ დროს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ სააგენტოებზე დაყრდნობით, დასავლური მედია ავრცელებს.

წყვილი, ასევე, არ გამორიცხავს, რომ მათ შესაძლოა, მოგვიანებით აზრი შეიცვალონ და შვილებს სახელები გადაარქვან, თუმცა ამ ეტაპზე მიიჩნევენ, რომ კარანტინის პირობებში ეს სახელები საუკეთესოა ახალშობილებისთვის.

FB კომენტარები

კომენტარი